სასწავლო პროექტი


 პროექტის სახელწოდება  -  უდაბნოს ეკლესია



პროექტის  მთავარი თემა (იდეა) -  ახლომდებარე  სოფლის შუა-ამაღლების ნათლისმცემლის  სახელობის უდაბნოს  ეკლესია. როგორც ქართული კულტურის ნაწილი.

პროექტის აქტუალობა - მოსწავლეებს ეცოდინებათ  ახლომდებარე სოფლის უდაბნოს ეკლესიის ისტორია.

პროექტის მიზნები - მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოპოვებისა და შეჯერების  წყაროებზე   მუშაობის არგუმენტირებული მსჯელობის უნარები.



მონაწილეთა ასაკი -12 წელი

ვადები/ხანგრძლივობა - 4 დღე

მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეებს  შეეძლებათ მოპოვებული ინფორმაციის  საფუძველზე გააკეთონ კედლის  გაზეთი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდი.

პროექტის მსვლელობა - ძირითადი აქტივობები

1დღე აქტივობა 1 ლაშქრობის მოწყობა უდაბნოს ეკლესიაში.

2 დღე აქტივობა 2-საუბარი სოფლის უხუცესებთან საუბარი საეკლესიო პირებთან

3 დღე  აქტივობა 3 -რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან საჭირო მასალების ამოღება.

4 დღე  აქტივობა 4 - მოპოვებული მასალების წარდგენა პროექტის ხელმძღვანელთან.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: - კულტურა და რელიგია. საზოგადოებრივი მეცნიერებები.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  •  აღწერს თავის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლებს.
  • მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
  • ასაკის შესაბამისად  ესმის და მსჯელობს რელიგიის დანიშნულებისა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში.
  • რუკაზე მიუთითებს ქრისტიანობისა და სხვა მისთვის ცნობილი რელიგიების გავრცელების არეალებს საქართველოში.

პროექტის ხელმძღვანელი: მ. გოგოლაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiagogoladze3@gmail.com